|
2025-05-22 15:51:58, 785 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს
ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს და მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეკითხვაზე, თუ რას პასუხობს ევროკომისია საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ევროპის ქვეყნების ელჩები და ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მათი ყველა თავდასხმა უსაფუძვლოა. „ის, რასაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნებისგან“, არის აშკარა დეზინფორმაცია. ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მათი ყველა თავდასხმა უსაფუძვლოა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს, მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას“, - განაცხადა მან. ამას გარდა, ანიტა ჰიპერმა „ევროსკოპის“ რედაქტორ, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე, თუ რას პასუხობს ევროკომისია გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკულ განცხადებებს, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია ნათელია და საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის ბრიუსელის პასუხი, რომელიც არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც გამოიხატა. „ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ თანმიმდევრული და ძალიან მკაფიო იყო. მიმდინარე რეპრესიები, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობა, ოპოზიციაზე თავდასხმები, სიძულვილის ენა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება უნდა შეწყდეს. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, ჩვენი გზავნილი, რადგან ჩვენ ეს ნათლად გამოვხატეთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც. მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ ყველა პოლიტიკური კონტაქტი მაღალ დონეზე. ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისკენ მიმართული დახმარება და ეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადავამისამართეთ. ასევე, ჩვენ გავზარდეთ სამოქალაქო მხარდაჭერა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. ეს არის კონკრეტული ქმედებები, როგორც რეაქცია [საქართველოს] მთავრობის მიერ დამყარებულ რეპრესიულ რეჟიმზე.“- განაცხადა მან.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)