|
2025-05-22 10:39:48, 1048 ნახვა
ეკონომიკა
გაამრავლე ერთი ასად - საქართველოს ბანკი აგრობიზნესის მხარდასაჭერ კამპანიას აგრძელებს
აგრობიზნესის მხარდასაჭერად და სასოფლო-სამეურნეო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს ბანკი კამპანიას „გაამრავლე ერთი ასად“ აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, აგრობიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ბანკისგან ფინანსური მხარდაჭერა შეღავათიანი პირობებითა და მოქნილი გრაფიკით მიიღონ, ამასთან, თანადაფინანსებით ისარგებლონ. კამპანიის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით სარგებლობა შეუძლია სხვადასხვა მიმართულების აგრობიზნესს, რომლის მიზანი საქმიანობის გაფართოებაა, ან დამწყებ მეწარმეს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა სურს. დაფინანსების მოპოვება მომხმარებლებს სხვადასხვა მიზნობრიობით შეუძლიათ. მათ შორის: მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრა ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის. 3-4 წლის განმავლობაში მომხმარებლებს ყველა ხარჯის დაფინანსება შეღავათიანი პირობებითა და მოქნილი გრაფიკით შეუძლიათ. საგულისხმოა, რომ აგროდაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, მომხმარებელი გადახდას მოსავლის აღების შემდეგ დაიწყებს. პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია ლარში 15.08%, სუბსიდია კი საპროცენტო განაკვეთის 11%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს. ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად ბოსტნეულის, მარცვლეულის ან სხვა ერთწლოვანი კულტურების დასათესად, მოსაყვანად და მოსავლელად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლონ და მიიღონ სპეციალური, მათ საჭიროებებზე მორგებული პირობები. პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 15.08%, რომელზეც 12 თვის განმავლობაში 11%-მდე სუბსიდია მოქმედებს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, აგრეგატების და მისაბმელი საშუალებების შესაძენად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს. აგროკრედიტის ფარგლებში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ თანადაფინანსებით, წლიური 11%-მდე ოდენობით. ეფექტური საპროცენტო განაკვეთია ლარში 15.08% . გარდა ამისა, ხელმისაწვდომია აგროკრედიტები მარნების მოსაწყობად და აგროტურიზმის განვითარებისთვის, ატმის ან ვაშლატამის ბაღების გაშენებისთვის, ან იონჯის მოსაყვანად. ყველა ტიპის აგროკრედიტზე სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. “კამპანიით „გაამრავლე ერთი ასად“ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ აგრობიზნესსა და სოფლის მეურნეობაში ჩართულ მეწარმეებს, რომ ბანკი მათ საქმიანობაში აქტიურად უჭერს მხარს. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სხვადასხვა სეგმენტის საჭიროებებს და ვეძებთ თანამშრომლობის გზებს შეღავათიანი დაფინანსების წყაროების შეთავაზებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებითა და რეგიონებში მეწარმეობის წახალისებით გამოიხატება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ მომხმარებლების საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული პროდუქტების შემუშავებას“, — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)