|
2025-05-21 18:29:27, 710 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე - ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე, რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ მივდივართ
არ ვიცი ვინ იბარებს აღლუმს, თუმცა ერთი რამ ვიცი, ქართულ ჯარს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ფიცი არ უნდა დაადებინო მიხეილ ყაველაშვილის წინ. ყაველაშვილმა ფიცი თუ ჩაიბარა, ის ჯარისკაცი ჩვენ აღარ გამოგვადგება , - ამის შესახებ გაერთიანება “რუსთაველის გამზირის” წევრმა პაატა ბურჭულაძემ 26 მაისთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ აპირებენ მისვლას და არა საბრძოლველად. “მე წარმოვადგენ გაერთიანებას, რომელსაც ჰქვია “რუსთაველის გამზირი”. ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე, არავინ აპირებს რამის ჩაშლას, პირიქით თავს ნუ დაგვესხმებიან და “ხარებას” რაზმი არ მოუშვან ჩვენკენ. მე დავესწარი რამდენიმე სხდომას, სადაც იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ყველანი დავესწრებით ამ ზეიმს, რადგან სახალხო ზეიმია. არ ვიცი ვინ იბარებს აღლუმს, თუმცა ერთი რამ ვიცი, ქართულ ჯარს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ფიცი არ უნდა დაადებინო მიხეილ ყაველაშვილის წინ. ყაველაშვილმა ფიცი თუ ჩაიბარა, ის ჯარისკაცი ჩვენ აღარ გამოგვადგება. არ ვიცი როგორი ფორმით იქნება, ჩვენ რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ მივდივართ, ჩვენ იქ საბრძოლველად არ მივდივართ”, - განაცხადა ბურჭულაძემ. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის იდეას არჩევნების ციფრული მეთოდით ჩატარების საკითხზე, ბურჭულაძე აცხადებს რომ სამი სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს შემოთავაზება არჩევნების ციფრული მეთოდით ჩატარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ჩამოვლენ სპეციალისტები და შეთანხმდებიან ზუსტ ვერსიაზე. “ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სატელეფონო არჩევნებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი არჩევნები უკვე ჩატარდა ესტონეთში. მას შემდეგ, რაც ვთქვით რომ უნდა ჩავატაროთ ინტერნეტ არჩევნები, სამი შემოთავაზება გვაქვს. სამი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში და ვკითხავთ რომელია ყველაზე სანდო. რომელიც იქნება ყველაზე სანდო, ამის შემდეგ შევთავაზებთ “ქართულ ოცნებას” ჩაერთოს ამ საქმეში და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. სხვა არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი და კალანდარიშვილი დაიწერენ რამდენსაც უნდათ. დასხდებიან სპეციალისტები, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოდან და განიხილავენ რომელია ყველაზე სანდო. აპლიკაცია უკვე შექმნილია - ერთი ამერიკაშია, ორი ევროპაში”,- განაცხადა ბურჭულაძემ.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)