|
2025-05-21 10:58:38, 1123 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესის რეგისტრაცია უკვე საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი
საქართველოს ბანკი ბიზნესში დიდი განახლებაა. ბანკი ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბიზნესის დაწყების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდნენ ან შპს-ს სტატუსი მიიღონ. თბილისში, საქართველოს ბანკის ხუთ ფილიალში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, იგივე პროცესები გაიარონ, რასაც იუსტიციის სახლში ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია ითვალისწინებს. სერვისით სარგებლობისთვის შესაძლებელია ფილიალში ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს დროის დაზოგვაში დაეხმარება. სამომავლოდ, აღნიშნული სერვისი რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ბიზნესი საქართველოს ბანკის სერვის ცენტრში გაივლის რეგისტრაციას, შესაძლებლობა აქვს ადგილზევე ან ბიზნეს მობილბანკით გახსნას ანგარიში და მიიღოს სასტარტო ბიზნეს ნაკრებში შემავალი ბენეფიტები:
ბენეფიტების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე. „საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში ბიზნესის რეგისტრაციის სერვისის დანერგვა ჩვენი მიზნის - მეწარმეობის ხელშეწყობის კიდევ ერთი ეტაპია. ახალი სერვისით ჩვენ მნიშვნელოვნად ვუზოგავთ დროს ადამიანებს, რომელთა სურვილია, წამოიწყონ ეკონომიკური საქმიანობა და ჩართული იყვნენ ბიზნესში. ამით ვქმნით დამატებით შეხების წერტილებს, რაც კიდევ უფრო გაიზრდება და სამომავლოდ რეგიონებსაც მოიცავს. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბიზნესის საჭიროებებს, შემდეგ კი მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტებითა და სერვისებით ვპასუხობთ. სწორედ ამის ნაწილია „დიდი განახლება ბიზნესში“, რომელიც ფილიალში რეგისტრაციის გარდა, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას სხვა ინოვაციების დანერგვისთვის“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. გაიგეთ მეტი ბიზნესის ფილიალში რეგისტრაციისა და სხვა განახლებების შესახებ ამ ბმულიდან. ინფორმაციისთვის, ბიზნესის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, საქართველოს ბანკის სერვისცენტრში შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე ინდ.მეწარმის ან/და შპს-სთვის, რომელსაც დირექტორი ან დამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე ჰყავს.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)