|
2025-05-15 19:25:56, 1022 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ზელენსკისთან განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის დელეგაციასთან განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით. აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა ანკარაში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებს თურქეთის მხრიდან ასევე დაესწრო თავდაცვის მინისტრის, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ტელეფონით ოთხმხრივი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთის პრინცთან მუჰამედ ბინ სალმანთან და სირიის პრეზიდენტთან აჰმედ ალ-შარაასთან. ასევე ბოლო დღეებში ტელეფონით კომუნიკაცია ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, ემანუელ მაკრონთან და ჯორჯია მელონისთან. ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტი ალბანეთში გაემგზავრება, სადაც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)