|
2016-03-16 16:01:14, 572 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფელ დუისში პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს, ქალთა სათემო ორგანიზაციის წევრებს და ახალგაზრდებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. ოთარ დანელიამ პანკისის ხეობის მოსახლეობას სამინისტროს საქმიანობის ანგარიშიც წარუდგინა და განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო. პანკისის ხეობის მოსახლეობამ განსაკუთრებული ინტერესი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან დაკავშირებით გამოხატა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 22 მარტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდება და კოოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დეტალურად განიხილავს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობის დასმულ შეკითხვებს ოთარ დანელიამ ამომწურავი პასუხები გასცა. ადილობრივმა მოსახლეობამ მინისტრს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხეობის მოსახლეობათან შესახვედრად და მიმდინარე პროექტებზე სასაუბროდ თავად მინისტრი ჩადის. სოფლის მეურნეობის მინისტრის პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა პანკისის სათემო რადიოს WAY–ის ორგანიზებით გაიმართა. უახლოეს დღეებში, პანკისის სათემო რადიო მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას მთავრობის სხვა წევრებთან გეგმავს.
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)