21:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 15:03:20, 709 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ მიღებულ განცხადებაზე - კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები და ვართ მოლოდინის რეჟიმში - ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებას ეხებოდა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

„ძალიან მიხარია, რომ პარლამენტშიც დაინიცირდა მსგავსი შინაარსის პროექტი და აქაც არის ასახული ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისათვის და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტის“ პასუხად სპეციალური განცხადება მიიღო.

საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBAR აქტს“ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრულ აქტად აფასებს. დოკუმენტში საუბარია Deep State-ზე და მასში ნათქვამია, რომ Deep State-ი და მისი ინსტიტუტები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ.

საქართველოს პარლამენტის შეფასებითვე, ე.წ. “მეგობარი აქტი“ სამ ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომ ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს “რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics