|
2016-03-16 15:27:20, 960 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი „პორტა თაუერი“ შენდება
ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი "პორტა თაუერი" შენდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დათვალიერა. ცნობისთვის, ეს არის ერთ-ერთი ავანგარდული პროექტი და ყველაზე მაღალი სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში. მისიგანხორციელებისთვის საქართველოში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. თავისი დიზაინითა და კონსტრუქციით„პორტა თაუერი" მსოფლიო დონის პროექტია, რომელიც აშენებულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის "პორტა თაუერის" მშენებლობა 2013 წლის ივნისშიდაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. „პორტა თაუერი" აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით, ასევეზღვისა და მთის ხედის მქონე 12 პენტჰაუსით. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, „პორტა თაუერი" შედგება რამდენიმე შენობისაგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია 2-სართულიანი ავტოსადგომი მაცხოვრებელთათვის. ნულოვან სართულზე მოთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. კომპლექსშიაგრეთვე მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასის რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით. გარდა ამისა, პროექტითგათვალისწინებულია კაფე-ბარი და საოფისე ფართების მოწყობა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)