21:17 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 19:43:37, 1083 ნახვა

სამართალი
გიორგი ჩიკვაიძე - სოსო რამიშვილი საზმაუს შენობაში თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ  ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, სოსო რამიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში "ქმნიდა და მფარველობდა თაღლითურ ქოლ-ცენტრებს". 

ჩიკვაიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროპასა და აშშ-ში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდა და ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს

"ჩემი და ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ შეკერილი საქმის მთავარი მიზეზი იყო ამ მთავრობის მხილება!

მიუხედავად იმისა რომ მე მკვლელმა მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ მომისაჯა 9 წელი და ამჟამად ვიმყოფები იძულებით შიმშილობაზე, მაინც გავაგრძელებ ამ დამნაშავე, რუსული ხელისუფლების მხილებას!

ჩვენი საქმის შეკერვაში მთავარ ფიგურანტთან გენერალურ პროკურორ გაბიტაშვილთან ერთად არანაკლები ბრალი მიუძღვის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე გადამდგარ ხელმძღვანელს რამიშვილს.

ჩვენი საქმის გამო რომ აუცილებლად უმკაცრესად მოგეკითხებათ სამართლებრივად მაგას კი უნდა ხვდებოდეთ უკვე, მაგრამ მანამდე იცოდეთ, რომ ყველა იმ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას ევროპასა და ამერიკაში უკვე მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ ქმნიდა და მფარველობდა ბატონი [სოსო] რამიშვილი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. ახლა ბევრისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდება თუ რატომ იცავთ კბილებით საზმაუს. რამიშვილის უთხარით ვინმემ რომ ვერ უშველის თანამდებობის დატოვება!

ქართულ საგამოძიებო უწყებებთან ამ საკითხზე არ ვაპირებ თანამშრომლობას ამ რეჟიმის პირობებში, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უკეთესი და სამართლიანი საქართველოს პირობებში ჩემს საქმესთან ერთად, ამაზეც აგებთ პასუხს". - წერს ჩიკვაიძე.

7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი, ხოლო მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.

ცნობისთვის, 11 მარტს, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ მიიღო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics