|
2025-05-13 11:16:10, 833 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის N1 საჯარო სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა - როგორია საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები
ისტორიულ, ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს და სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ცოდნის მიღებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას. „იდეათეკაში შეგვიძლია, ჩვენი საყვარელი წიგნები ვიკითხოთ, რომელთა ავტორებიც ამ სკოლაში სწავლობდნენ. მაგალითად ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სწავლობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი... შეგვიძლია ვუყუროთ ფილმებს - აქაურობა ჩვენი თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. ქუთაისში კულტურა და ხელოვნება განსაკუთრებით უყვართ და ეს ჩვენს სკოლაში კიდევ უფრო მეტად იგრძნობა“. იდეათეკა არის ის სივრცე, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას კლასიკურ, ასევე თანამედროვე ლიტერატურაზე, ბიბლიოთეკაზე, რომელიც როგორც საკლასო, ასევე ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო 2000-ზე მეტი სასწავლო რესურსისგან შედგება; ამასთან, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით - სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მომავლის პროფესიებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგან. ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გახსნილი საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს. ამჟამად, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, ქვეყნის მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე ახალგაზრდას აძლევს წვდომას ხარისხიან განათლებაზე. საქართველოს ბანკის იდეათეკების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)