|
2025-05-12 15:52:13, 881 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის მთავრობა - თუ დღის ბოლომდე ცეცხლი არ შეწყდება, სანქციების მომზადებას დავიწყებთ
გერმანიის მთავრობის განცხადებით, თუ რუსეთი 12 მაისის დღის ბოლომდე არ დაიწყებს უკრაინაში 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას, ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მოსამზადებელ პროცესს დაიწყებენ. "დრო გადის. დღის ბოლომდე კიდევ 12 საათია დარჩენილი და თუ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, ევროპული მხარე სანქციების მომზადებას დაიწყებს". - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე. მანამდე 10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან, უნდა ამოქმედდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის ვადით. "ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, რათა დიპლომატიისთვის სივრცე შეიქმნას. ამ პერიოდში დიპლომატიური ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული მშვიდობის უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საფუძვლების შემუშავებაზე. თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, უნდა დაწესდეს მკაცრი სანქციები მისი საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ, მათ შორის, წიაღისეულ საწვავზე, ნავთობსა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ დაამტკიცებენ ევროკავშირის მეთხუთმეტე სანქციების პაკეტს, რომელიც თანხვედრაში იქნება გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებთან". - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)