|
2025-05-09 18:28:47, 812 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა
უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გააკეთა. სიიარტოს თქმით, უკრაინაში „სულ უფრო ძლიერი ანტი-უნგრული პროპაგანდა“ და „უნგრელების დისკრიმინაციის კამპანიაა“. მისი განცხადებით, ორი „ჯაშუში“, რომელიც ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოში თითქოსდა დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედებდნენ, 9 მაისს იყვნენ გაძევებული უნგრეთიდან. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ უნგრეთში უკრაინის ელჩს გადაეცა. „უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვსურს, ომს ვეუბნებით „არა”, არასდროს ვაწვდიდით უკრაინას იარაღს და ამას არ გავაკეთებთ. არ ვაძლევდით და არ მივცემთ ომში ჩვენი ჩათრევის საშუალებას“, - განაცხადა სიიარტომ. ცნობისთვის, დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონში. მათივე ცნობით, ისინი ცდილობდნენ რეგიონის სამხედრო დაცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, და ადგილობრივი მცხოვრებლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლას: „კერძოდ, მათი ქცევითი სცენარების შესწავლას, თუ რეგიონის ტერიტორიაზე უნგრული ჯარები შევიდოდნენ“.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)