|
2025-05-08 18:41:20, 733 ნახვა
პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები,
ესტონეთის სანქციებიც ადასტურებს, რომ არავის ამ ქვეყანაში არ გაუვა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა , - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრი, თაზო დათუნაშვილი ესტონეთის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება. „მაშინ, როდესაც ხელისუფლება ძალადობას, უვარდება აქტივისტებს სახლებში, აწიოკებს პატარა ბავშვებს და ორსულ ქალებს, როდესაც ჯოჯოხეთს ვხედავთ, აბსურდს, რომელიც მიმდინარეობს პოლიტპატიმრების პროცესზე, როდესაც ხელისუფლების მეტი და მეტი წარმომადგენლები ისვრებიან იმ ბოროტებაში, რასაც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა ჰქვია, ამ ყველაფერს მოჰყვება მეტი რეაქცია ჩვენი მეგობრებისგან, მეტი სანქცია, ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერა და ესტონეთის სანქციებიც ამას ადასტურებს, რომ არავის ამ ქვეყანაში არ გაუვა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა, ჩვენი დემოკრატიის, დამოუკიდებლობის ხელყოფა და ამაში საქართველო და ჩვენი თანამოქალაქეები არ ვართ მარტოები, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით დგანან. ესტონეთს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ეს სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება,პოლიტპატიმრები არ იქნებიან გამოშვებული და ამ ქვეყანაში დემოკრატია არ დაუბრუნდება თავის ჩვეულ რელსებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლის ოლქში ქიმიურ ქარხანას და რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)