|
2025-05-08 12:20:51, 1339 ნახვა
საზოგადოება
მერია - გლდანის რაიონში ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონის გამგეობა სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე, ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. კერძოდ, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, 15 000 კვ. მეტრ ფართობზე კი საგზაო სამუშაოები ჩატარდება. „გარდა ამისა, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები. გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. სრულად რეაბილიტირდება და განახლდება ამავე ქუჩაზე არსებული სკვერები. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ახმეტელის ქუჩაზე, 9 მაისის 10:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს გზის ერთ განაპირა ზოლში ორმხრივად - ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გზის მარცხენა მხარეს. შეზღუდულ მონაკვეთში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, პერიმეტრზე განთავსებული დროებითი საგზაო ნიშნების შესაბამისად. საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შიდასაუბნო გზების საშუალებით, რომელიც ფორე მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩებს, სანდრო ახმეტელის ქუჩის თავისუფალ მონაკვეთთან აკავშირებს. გარდა ამისა, სამუშაოების წარმოების პერიოდში, ღამის საათებში, 00:30-დან 06:00 საათამდე, პერიოდულად შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება სანდრო ახმეტელის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში. ასეთ დროს, ავტოტრანსპორტისთვის ხელმისაწვდომი იქნება ალტერნატიული შემოვლითი გზები - ქერჩისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)