|
2025-05-08 10:48:06, 1128 ნახვა
ეკონომიკა
დიდი განახლება საქართველოს ბანკი ბიზნესში
საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებაში დიდი განახლებაა. მომხმარებლების საქმიანობის მხარდაჭერისა და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარების მიზნით, ბიზნესისთვის შექმნილ ციფრულ პროდუქტებსა და ფიზიკურ საბანკო მომსახურებას არაერთი სიახლე შეემატა. განახლების ფარგლებში, ბიზნეს მობილბანკს დაემატა წერილების მოდული , რომლის მეშვეობით კიდევ უფრო გამარტივდა და დაჩქარდა ბიზნესსა და ბანკს შორის კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ წერილების მოდული აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი ადგილიდან, სასურველ დროს, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. განახლების ფარგლებში, საქართველოში პირველად, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სრულად ციფრულად უზრუნველყოფისა და დამატებითი დოკუმენტების გარეშე, ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით მოითხოვონ 80 000 ლარამდე თანხა, 3 თვით უპროცენტოდ ან 3-48 თვემდე ვადით (ეფექტური 19%-დან). სესხის გააქტიურება კი მობილბანკში, 2 წუთამდე დროშია შესაძლებელი.
განახლება ეხება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერსაც. რეგიონში უნიკალურ ციფრულ პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალი „Ad Quality”, რომლითაც განისაზღვრება ის, თუ რომელ არხებში გამოჩნდება ბიზნესის მიერ საკუთარი მომხმარებლებისთვის შექმნილი შეთავაზება (ფასდაკლება, PLUS ქულები თუ ქეშბექი).
სულ მალე საქართველოს ბანკის ხუთ ფილიალში, ბიზნესის დაწყების მსურველი რეზიდენტი ინდ.მეწარმები ან შპს-ები ბიზნესის დაარეგისტრირებას შეძლებენ. მომავალში ამ ფილიალების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და სერვისი რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციისთვის, ფილიალში რეგისტრირებული ბიზნესი შეძლებს ადგილზე, ან მობილბანკში გახსნას ანგარიში და საჩუქრად მიიღოს სასტარტო ნაკრები 6 თვით უფასოდ; ბიზნეს ანგარიში, ბიზნეს ბარათი, ტერმინალი 3 თვით მომსახურების საკომისიოს გარეშე და ონლაინ გადახდები — საკომისიოს გარეშე.
ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომი გახდება სატენდერო გარანტიის პროდუქტიც. კომპანიებს, რომლებსაც ტენდერში მონაწილეობისთვის გარანტიის წარდგენა სჭირდებათ, დოკუმენტის მიღება უზრუნველყოფის გარეშე, დისტანციურად, 1 საათში შეეძლებათ. „საქართველოს ბანკი ბიზნესის დიდი განახლება ჩვენი სტრატეგიული მიზნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი და ამ ხედვას ემსახურება თითოეული პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ვანახლებთ. ბიზნეს მობილბანკში, Ads მენეჯერში თუ ფილიალებში დამატებული პროდუქტები ბიზნესების ხელშეწყობას, მის ზრდასა და განვითარებას ემსახურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ვართ პირველები ქვეყანაში ვინც, ბაზარს შესთავაზა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე ბიზნეს სესხის გაციფრულებით; გარდა ამისა, გავაჩინეთ მეტი შესაძლებლობა, რათა ბიზნესები სამიზნე აუდიტორიას ადვილად მიწვდნენ და წარუდგინონ საკუთარი შეთავაზებები; გავამარტივეთ ბიზნესებისთვის რისკების დაზღვევა და სხვა. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ბიზნესს“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. საქართველოს ბანკი ბიზნესის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)