|
2025-05-06 12:38:09, 913 ნახვა
სამართალი
ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეს უჩივის და მისგან 10 000 ლარს ითხოვს
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილის დეპუტატმა ნინო წილოსანმა უჩივლა და მისგან 10 000 ლარს ითხოვს. "ბედი ხო არაფერში არ მაქვს, ხალხი რა ბრძოლას და განსაცდელს გადის და როგორი საგმირო პერიოდი უდგას საქართველოს, მე კიდე წილოსანმა მიჩივლა და ათიათას ლარს მთხოვს, და კიდე უნდა ვთქვა რომ მის ოჯახს არ მოუპარავს 65 მილიონი, რასაც ქოცების პროკურატურა ამტკიცებდა ათ წელზე მეტ ხანს. არა და ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონთმშენებლისაგან" - წერს ღამბაშიძე. საუბარია ლევან ღამბაშიძის მიერ, 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე, სადაც ღამბაშიძე წერდა, რომ წილოსანის ოჯახმა "ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი მოიპარა". "მთავრობამ დააანონსა(რა მაგარი ენაა ქართული, თავისი სამი ა-თი), რომ დასავლურ გრანტებზე სრულიად უარის თქმის შემდეგ თავად შექმნის რაღაც ორგანიზაციას, რომელსაც ექნება 20 მილიონიანი ბიუჯეტი და რომელიც სამთავრობო გრანტებს გაანაწილებს სამთავრობო ენჯეოებზე. ანუ, მთელს საქართველოს რა გრანტებიც შეუწყდება, მაგის დაბალანსებას ცდილობს იმაზე სამჯერ ნაკლები თანხით, რაც წილოსანის ოჯახმა მოიპარა ბიუჯეტიდან. მგონი ხოშიანი თრეიდია არა? რას იტყვით წილოსანის ამომრჩევლებო? თქვენ არ გენდომებოდათ ეგ 65 მილიონი? და დასავლური გრანტები რო თქვენს ცხოვრებას აუმჯობესებდა, ეგ გაცვალეთ წილოსანის გაუმჯობესებულ ცხოვრებაში?". - წერდა ღამბაშიძე 12 თებერვალს. 13 თებერვალს სოციალურ ქსელში საპასუხო სტატუსი გამოაქვეყნა ივანიშვილის დეპუტატმაც, წილოსანი წერდა, რომ ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფდა წილოსანთან დაკავშირებულ "ცრუ ბრალდებებს", სასამართლოში შეხვდებოდა. 2013 წელს საქართველოს რკინიგზის ყოფილი დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" 65 მილიონიანი ზიანის მიყენების ბრალდებით დააკავეს კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს "ვაგონმშენებელი კომპანიის" დამფუძნებელი ბადრი წილოსანი [ნინო წილოსანის მამა], გენერაური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)