|
2025-05-05 15:36:37, 910 ნახვა
საზოგადოება
აუდიტი - 2022-23 წლებში სებ-ის 8 თანამშრომელზე გაცემული პრემია დასაბუთებული არ იყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2022-2023 წლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩატარებული "კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის" აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საანგარიშო პერიოდში, 8 თანამშრომელზე გაცემული 48 349 ლარის პრემია არ იყო საკმარისად დასაბუთებული. აუდიტის სამსახურის ცნობით, არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი მოხსენებითი ბარათები, რომელში იქნებოდა ინფორმაცია თანამშრომელთა განსაკუთრებულ დატვირთვასა და შესრულებულ სამუშაოზე. გარდა ამისა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2022 წელს სებ-ის 12 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ 37,704 ლარით გადააჭარბა დადგენილ ზღვარს. აუდიტის სამსახურის ცნობით, საკვლევ პერიოდში, ასევე დაფიქსირდა ხარვეზები ზეგანაკვეთურ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით. "2022-2023 წლებში სებ-ის თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას არ იყო გათვალისწინებული მოხელეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობისთვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. 2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში სებ-ის 43 თანამშრომლის მიერ კვირაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი 518 საათის მიხედვით გაცემულმა დამატებითმა ანაზღაურებამ 22,427 ლარი შეადგინა, თუმცა დოკუმენტურად არ დასტურდება, რა სახის სამუშაოს შესრულება დაევალათ მათ. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-ში დამტკიცდა ახალი შინაგანაწესი, რომელშიც გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების და ანაზღაურების წესი". - წერია აუდიტის ანგარიშში. ასევე გამოვლინდა ხარვეზი თანამშრომელთა წახალისების წესში, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს. აუდიტის დასკვნით, 2023 წლის აგვისტოსა და დეკემბერში სებ-ის 604 თანამშრომელზე გაიცა სადღესასწაულო პრემია. უქმე დღეებთან დაკავშირებით თანამშრომელთა პრემირების სებ-ის მიერ დადგენილი წესი, არ არის სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. გარდა ამისა, დარღვევები გამოვლინდა სებ-ის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებშიც, კერძოდ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, მიუხედავად, იმისა, რომ სებ-ს არ დაურღვევია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, გამოცხადებულ 2 ტენდერში, შესაძლოა ჰქონოდა საშუალება მომსახურება შეეძინა 20,400 ლარით ნაკლები ღირებულებით. "საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა მნიშვნელოვანია შესყიდვის წარმატებით ჩატარებისა და სებ-ის რესურსების არაეკონომიურად განკარგვის რისკების მინიმიზაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2022-2023 წლებში ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელებისას სებ ითვალისწინებდა შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებს ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ვერ განისაზღვრა საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული თანხით და ტენდერებში დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი კლება". - წერია აუდიტის დასკვნაში. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ხელფასი კანონის მიღების გარეშე გაეზარდათ. აუდიტი გასცემს რეკომენდაციას, რომ დამატებითი სარგოს ოდენობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 2022-2023 წლებში სებ-ში "პერსონალის შენახვის ხარჯების" მუხლით გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა 81,977,761 ლარი შეადგინა:
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)