|
2025-05-05 14:18:56, 566 ნახვა
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური - რომ არა ბიძინა ივანიშვილი „ნაცმოძრაობა“ ყველას ერთიანად მოგვიღებდა ბოლოს
„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დასცლოდა და რომ არა ბიძინა ივანიშვილის, ქართველი ხალხის ღირსება, ესენი ასე სათითაოდ აღარ დაგვიწყებდნენ დევნას, ამაზე დროს არ დაკარგავდნენ. გააკეთებდნენ დიდ გაზის კამერებს, როგორც ფაშისტურ გერმანიაში და ერთიანად მოგვიღებდნენ ბოლოს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ წარმომადგენლებს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით არანაირი სინანული არ გამოუხატავთ და მათი ზნე არ იცვლება. „როგორც ჩანს, სააკაშვილი აქტიურად უყურებს ჩვენი კომისიის სხდომებს, თვალყურს ადევნებს და ხედავს ამ ყველაფერს. შიგა და შიგ აკეთებს განცხადებებს, თუ კომენტარებს. მოვისიმინეთ აქ განხილულ საკითხებზე, მე ვიტყოდი, მორიგ ჯერზე აღიარება და ამორალური კომენტარები, დარწმუნებული ვარ, კვლავაც წარმატებით გააგრძელებს. არ მსმენია, ერთხელ მაინც ვინმეს, სააკაშვილს ეთქვა, რომ იცი რა, რაღაც შეგვეშალა, ბოდიში, რაღაც მსგავსი, ან სინანული გამოეხატა. ის არის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ხალხის არც ზნე იცვლება, ესენი ასეთები არიან, დიახ, ბოროტები არიან, სამწუხაროა, რომ მათგან ეს ბოროტება ვერ გავიდა, მიუხედავად ამდენი წლისა, მაინც ისეთივე ბოროტები, ისეთივე პატარა კაცები დარჩნენ, ისეთივე არაკაცები დარჩნენ. როგორ შეიძლება, სხვაგვარი კომენტარი გააკეთო, როდესაც გესმის, რომ ისტორიის სირცხვილი, სააკაშვილი, როცა იყო ქვეყნის პრეზიდენტი, გამოდიოდეს და აკეთებდეს განცხადებას, თურმე ვიღაც მოსაკლავი ყოფილა, ვიღაცას, დიახ, თურმე ასე უნდა გასწორებოდნენ, ეს ხომ გაუგონარი, წარმოუდგენელია. ასე ტერორისტები არ იქცევიან, ასე არაადამიანები იქცევიან მხოლოდ. ისტორიას თითებზე ჩამოსათვლელი მაგალითები აქვს ასეთი სისასტიკის. რომ დასცლოდათ ამათ და რომ არა ბიძინა ივანიშვილის, თქვენნაირი თავდადებული ადამიანების, ქართველი ხალხის ღირსება, ესენი ასე სათითაოდ აღარ დაგვიწყებდნენ დევნას, ამაზე დროს არ დაკარგავდნენ. დარწმუნებული ვარ, გააკეთებდნენ დიდ გაზის კამერებს, როგორც ფაშისტურ გერმანიაში და ერთიანად მოგვიღებდნენ ბოლოს. გვარამია, სხვები ახსენეთ. ვითომ „ვაჟკაცები“ არიან, კარგად ვიცით, საზოგადოებამ კარგად იცის, როგორი კაცები არიან. არ ვიცი, უყურეთ თუ არა რამდენიმე დღის წინ, სასამართლოს შენობაში დადიან და იგინებიან. რა ბედი ეწეოდა ამის ჩამდენს, ვინმეს ეს რომ გაკეთებინა, ხომ ცოცხალი არ იქნებოდა? სად დემოკრატია, სად ამათი სამართალი, სად ამათი სიმართლე? სააკაშვილი კარგს შვება, რომ თვალყურს ადევნებს კომისიის სხდომებს, ხშირად გადმორთოს და გაიხსენოს, რას ჩადიოდნენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ესენი რაიმე სინანულამდე მივლენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)