23:46 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-04 16:14:49, 1245 ნახვა

საზოგადოება
თბილისში „ერთობის მარში“ მიმდინარეობს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

თბილისში, მოქალაქეები ისნის მეტროსადგურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ „ერთობის მარშს” მართავენ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მათი ძირითადი მოთხოვნაა - აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომა.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ეს მარში დაორგანიზებულია “ერთობის” მიერ - სამოქალაქო აქტივისტების, მოძრაობების, ორგანიზაციების. ჩვენ პირველი ღონისძიება პროკურატურასთან წარმატებით ჩავატარეთ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ პოლიციის ორგანოებთან მივიდეთ და ჩვენი სათქმელი, მიზნები ვუთხრათ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მათ შევახსენოთ, რომ ქვეყანას 50 -მდე პოლიტპატიმარი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქციელზე უნდა დაფიქრდეს და მათ [პოლიციელებმა] დანაშაულებრივი ბრძანებები არ უნდა შეასრულონ. მათი კანონით დადგენილი ფუნქციები აბსოლუტურად სხვაა და ის კრიმინოლოგიური სიტუაციის მოგვარებას, მართლწესრიგის უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს და არა აქტივისტების, პროტესტის მონაწილეების დევნას…

ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს შვილებს დანაშაული არ მიუძღვით და ეს საქმეები ჯიბის პოლიციამ, პროკურატურამ შეკერა და ახალგაზრდა, წარმატებულ ქართველებს ხანგრძლივი ციხისათვის იმეტებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია”, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics