|
2025-05-02 20:03:51, 835 ნახვა
მსოფლიო
ოლაფ შოლცი - პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახლა ამ საკითხზე პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შიდა დაზვერვის სააგენტომ გააგრძელოს და გააძლიეროს მონიტორინგი. „რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ხელახლა უნდა შევაფასოთ საკითხი, რა შეიძლება, იყოს შემდეგი ნაბიჯები… ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო აკრძალვის შესახებ ბოლოდროინდელი ყველა განაცხადი“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა. გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)