|
2025-05-02 17:09:27, 863 ნახვა
მსოფლიო
კრემლი - რუსეთი „თალიბებს“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება
რუსეთი დაეხმარება თალიბებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ მოსკოვისა და ქაბულის საერთო მტერი უწოდა. „ვხედავთ და ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც თალიბები მიმართავენ „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფრთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დაჯგუფება რუსეთისთვის და ავღანეთისთვის საერთო მტერია და ჩვენ ყველა შესაძლო დახმარებას გავუწევთ ამ ქვეყნის ხელისუფლებას პროფილური სტრუქტურების ხაზებით“, – აღნიშნა კაბულოვმა. ცნობისთვის, მაისის შუა რიცხვებში ყაზანის ფორუმის ფარგლებში რუსეთი და ავღანეთი განიხილავენ წიაღისეულის მოპოვების კუთხით თანამშრომლობასა და ავღანეთის ტერიტორიის გავლით ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში ენერგორესურსების ტრანზიტის პერსპექტივას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)