|
2025-05-02 14:26:33, 852 ნახვა
ეკონომიკა
„პორშე ცენტრი თბილისის" ახალი პროექტი ბათუმში
„პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში, 26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიცირებული მექანიკოსები თავად ეწვივნენ ქალაქს. პორშეს პროფესიონალთა გუნდი სპეციალურად ბათუმისთვის შეირჩა და ადგილზე შესთავაზა პრემიუმ ბრენდის ავტომობილის მფლობელებს მაღალი სტანდარტის ტექნიკური მომსახურება, დროისა და კომფორტის მაქსიმალური შენარჩუნებით.
ბათუმი პირველია, სადაც Service Clinic-ის პროექტი განხორციელდა. ბოლო წლებში ქალაქში საგრძნობლად გაიზარდა პორშეს მფლობელების რაოდენობა, თუმცა ამ ეტაპზე პორშეს ოფიციალური სერვისცენტრი არ ფუნქციონირებს. სწორედ ამ ტენდენციის საპასუხოდ მიიღო გადაწყვეტილება „პორშე ცენტრი თბილისმა“, მომსახურება მომხმარებელთან ადგილზე მიეტანა. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პორშეს მყარ ღირებულებას — ყოველ მომხმარებელზე ინდივიდუალური ზრუნვა და ყოველ დეტალში სრულყოფილება.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „Service Clinic“-ის მთავარი მიზანია, მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს და ადგილზე მივიტანოთ ის სერვისები, რომელთა მიღებაც აქამდე მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში, ბათუმში გაემგზავრნენ ჩვენი სპეციალისტები სავალი ნაწილისა და ელექტროდიაგნოსტიკის მიმართულებით, რომლებმაც პორშეს ავტომობილებს ადგილზე გაუწიეს ყველა საჭირო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსები სისტემატურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გერმანიაში, რაც ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ეს იყო Service Clinic-ის პირველი ვიზიტი ბათუმში და ვფიქრობ, ორივე დღე ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო, რასაც მომხმარებლის დადებითი უკუკავშირიც ადასტურებს“.
ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა Test Drive-ის ფორმატმა, სადაც წინასწარ რეგისტრირებულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად გამოეცადათ პორშეს მართვით მიღებული განსაკუთრებული ემოციები და ავტომობილის შესაძლებლობები. ორდღიანი ღონისძიება პორშეს ოთხი მოდელის Test Drive-ს მოიცავდა. სტუმრებს საშუალება მიეცათ, გამოეცადათ პორშეს უახლესი მოდელები: Taycan, Macan BEV, Cayenne და Panamera. მომხმარებლები განსაკუთრებით ელექტრომობილებით, Taycan-ითა და Macan BEV-ით დაინტერესდნენ. Taycan-ი უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს ბაზარზეა, რაც შეეხება Macan-ს, ეს მოდელი რამდენიმე თვეა გამოჩნდა. „პორშე ცენტრი თბილისის“ ღონისძიებამ 60-მდე სტუმარს უმასპინძლა. Service Clinic-ის პროექტი გრძელდება. მომდევნო ღონისძიება ბათუმში, ივლისში გაიმართება. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)