16:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 18:05:14, 1007 ნახვა

მსოფლიო
მაიკ უოლცი - რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, მშვიდობისკენ ორივე მხარე უნდა ისწრაფოდეს

გვჯერა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პროცესი წინ მიიწევს. ზოგჯერ წინააღმდეგობებიც არის. რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. მშვიდობისკენ ორივე მხარე უნდა ისწრაფოდეს“, - განაცხადა უოლცმა.

მისი თქმით, იშვიათი მეტალების შესახებ აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლოა.

„ეს შეთანხმება კარგია ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებიც უკან იმ მილიარდობით დოლარს იბრუნებენ, რომელიც ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად ჩავდეთ. ეს კარგია უკრაინისთვის, მისი განვითარებისა და რეკონსტრუქციის თვალსაზრისით და კარგია მისი უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა უოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics