21:50 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 20:10:58, 579 ნახვა

საზოგადოება
როგორ ახერხებს სტუდენტთა ერთი ნაწილი შენობაში შეღწევას - თვითმმართველობის წევრებს მხარდამჭერთა ახალი ნაკადი შეუერთდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლებს მხარდამჭერთა ახალი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნაკადი შეუერთდა. უცნობია, როგორ მოახერხეს მათ შენობაში შესვლა იმ პირობებში, როდესაც შესასვლელებს დაცვა იცავს და სტუდენტთა მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს თსუ-ში შესვლის უფლებას არავინ აძლევს.

თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც შენობაში მანამდეც იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ მათ არ იციან, როგორ შევიდნენ მათი მხარდამჭერები შენობაში, ასევე ისინი ირწმუნებიან, რომ შემოსულებს შორის სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი არც ერთი არ არის, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებს თსუ-ს სტუდენტებთან ერთად, სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის მხარდამჭერები, რომლებიც თსუ- ს შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდნენ,ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში არიან შესული და ამ დროისთვის არც ერთი მათგანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics