|
2025-05-01 11:59:31, 775 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის დირექტორატს და ათავისუფლებს 250 პატრიოტს
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და ათავისუფლებს 250 პატრიოტ ქართველს, ვინც არ უღალატა სამშობლოს,- ამის შესახებ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნული ქმედებით, „ქართულმა ოცნებამ“ დეკლარირებულად განაცხადა, რომ „ევროპული ინტეგრაცია აღარ წარმოადგენს საგარეო სამინისტროს პრიორიტეტს და შესაბამისად, აღარ იმსახურებს დირექტორატის დონის სტრუქტურულ ერთეულს სამინისტროში”. „მსურს საზოგადოებას გავაცნო საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გუშინ ღამით გახდა ცნობილი. “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და ათავისუფლებს ასობით თანამშრომელს! ამ მოქმედებით, ბოროტმოქმედმა რეჟიმმა უკვე ფორმალურად, დეკლარირებულად განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია აღარ წარმოადგენს ამ საგარეო სამინისტროს პრიორიტეტს, და შესაბამისად, აღარ იმსახურებს დირექტორატის დონის სტრუქტურულ ერთეულს სამინისტროში. ეს ფაქტი არის ევროპული გზის ოფიციალურად და დეკლარირებულად გაჩერება. არავითარი მზადება და არავითარი 2030 წელს სადმე შესვლა, ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია. “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებას კურირებდა და მართავდა “სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში” - “ქოცებმა” ჯერ ეს უმაღლესი სტრუქტურა გააუქმეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში “ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი” შექმნეს და ახლა უკვე ამასაც აუქმებენ, რაც ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი დიდი კრახი და ერთ დროს უმნიშვნელოვანესი სამინისტროს მოსპობის მცდელობაა! “ევროპული დირექტორატის” გაუქმებასთან ერთად, „ქართული ოცნება“, მისი თვითგამოცხადებული მინისტრის ხელით, პოლიტიკურ წმენდას იწყებს სამინისტროში! სამინისტროდან ათავისუფლებენ 250 ადამიანს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება შემდგომი წმენდა და სამინისტროს თანამშრომლების 30-40% შემცირება. საგარეო საქმეთა სამინისტროში 12 წლის განმავლობაში პირველად ტარდება ამ მასშტაბის რეორგანიზაცია. ე. წ. მინისტრის მიერ წამოწყებული რეორგანიზაცია, სინამდვილეში პოლიტიკური რეპრესიებია. სამინისტროდან ათავისუფლებენ ასობით თანამშრომელს ვინც ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ამ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაიცვეს საკუთარი სამშობლო, ეროვნული ინტერესი, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ხალხის მიერ ისტორიულად დეკლარირებული საგარეო კურსი - სწორედ ხელმოწერის პასუხად, ბოროტმოქმედი რეჟიმის ვასალმა, ბოჭორიშვილმა, გამოაცხადა ბართლომეს ღამე. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ღიად ჩადგა მტრის ინტერესების გატარების სამსახურში, რომლის დროსაც საქართველომ დაკარგა ყველაზე მეტი სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე მეტი დაფინანსება, ყველაზე მეტი მოკავშირე, და ყველა ის შანსი და შესაძლებლობა, რაც ჩვენს სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს ისტორიულად ჰქონდა. საგარეო სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის პარლამენტში, თავდაცვის სამინისტროში და სხვა, უკვე გათავისუფლებულია ჯამში 900-ზე მეტი კეთილსინდისიერი, პატრიოტი საჯარო მოხელე. მინდა თითოეულმა პირმა, ვისაც დღეს რუსული რეჟიმის რეპრესია შეეხო იცოდეს, რომ სულ მალე ეს რეჟიმი დამარცხდება, ხოლო მათი ცოდნა, კომპეტენცია და პატრიოტული შემართება, ჩვენს ქვეყანას მუდამ დასჭირდება. ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაუყოვნებლივ დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს!”- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)