|
2025-04-30 17:28:24, 752 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია, ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ევროპის სახალხო პარტიის” შეკრებაზე განაცხადა. „საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერია ჩვენს კონტინენტზე. დღეს ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოსთვის წაგების ძალიან რეალური რისკის წინაშე ვდგავართ. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ საქართველო წლებია შორდებოდა ევროპას, მაგრამ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს ვარდნის ახალი თავი დაიწყო. სასტიკი რეპრესიები, ძალადობა, დაპატიმრებები - ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდან. თავის დროზე ევროპის სანდო პარტნიორი საქართველო პუტინის მარიონეტად იქცევა. ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველისთვის, არამედ სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვაა შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებულად მიტაცების მაგალითია. ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ. საქართველოს „დე-ბიძინიზაცია“- ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში ჩვენი ინვესტიციაა. ყოველმა ქვეყანამ, რომელიც ევროპის მომავალზე ღელავს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)