|
2025-04-30 13:59:51, 793 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - კიევი საუბრობს წინაპირობებზე, რომლებიც ვლადიმერ პუტინის პოზიციას ეწინააღმდეგება
კიევი კონფლიქტის მოგვარების წინასწარ პირობებზე საუბრობს, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ისინი ცდილობენ ნებისმიერი პროცესისთვის წინაპირობების წამოყენებას, მაგალითად, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა. ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ პუტინის პოზიციას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ამასთან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივას, თუმცა გასათვალისწინებელია მთელი რიგი ნიუანსები. „შეგახსენებთ, რომ კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ ინიციატივას, მაგრამ ამის გაკეთებამდე აუცილებელია არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემა და მთელი რიგი ნიუანსების გადაწყვეტა, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმაც ჩამოთვალა“, - აღნიშნა პესკოვმა. მისი მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებისთვის ღია რჩება. „პრეზიდენტი ღია რჩება ამ კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდების მიმართ. სიტუაცია ისეთია, როგორიც არის. კიევისგან არანაირი რეაქცია არ ისმის. პროცესი გრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)