|
2025-04-29 12:12:49, 568 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ჩხრეკაზე - დარწმუნებული ვარ, კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც კანონიერი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს. არ ვიცი ვინ ატარებდა ჩხრეკას, თუმცა ვინც ატარებს, დარწმუნებული ვარ, ყველანაირად ყველანაირად კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ასევე რამდენიმე აქტივისტის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას. მისი თქმით, ეს პროკურატურის საქმე და საკითხია. „ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს - არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობა იყო, ძალადობის ბევრი ფაქტი, პარლამენტის დაწვის მცდელობა და პოლიციელზე თავდასხმა. ყველაფერი ვნახეთ, რომ იყო წახალისებული გარედან. ისიც ვნახეთ, რომ იმავე მომენტში, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა - პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, ვნახეთ, მაშინაც ეფექტურად იმუშავა ჩვენმა სტრუქტურებმა. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე დეტალურად ვერ გეტყვით ვერაფერს”, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს. „რაც შეეხება ჩხრეკებს, ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც კანონიერი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს. არ ვიცი ვინ ატარებდა ჩხრეკას, თუმცა ვინც ატარებს, დარწმუნებული ვარ, ყველანაირად კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი. შესაბამის განმარტებებს პროკურატურა მოგცემთ, დარწმუნებული ვარ. გამოძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთი ღონისძიება რაც არის ხოლმე საჭირო, არის ჩხრეკა, იმისთვის, რომ სხვადასხვა მტკიცებულება იქნას ამოღებული. მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ჩაატაროს, რადგან იმ გამოძიებებს, რომელიც მიმდინარეობს, ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის - რასთან გვაქვს საქმე. ცალსახად ვხედავთ, რომ გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს. ეს არის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის წარმომადგენლები მასთან, გამთენიისას მივიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)