|
2025-04-29 11:53:10, 604 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - დღეს დილიდან, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვეულებრივი რეპრესიებია
„ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან, სადაც პროკურატურა ჩხრეკას ატარებს, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ნანუკა ჟორჟოლიანის მხარდამჭერები, კოლეგები, პოლიტიკოსები. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა პროცესებიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, „ჩვეულებრივი რეპრესიებია”. „საქართველო ბელარუსი არ არის“ - ეს ფრაზა უნდა დავივიწყოთ. საქართველო ჩვეულებრივად ბელარუსია. დღეს დილიდან, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვეულებრივი რეპრესიებია. ყველას აპატიმრებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს, ვინც ახლა აქ დგანან, მათ პატრონებს მარტივი პასუხი აქვთ, როგორც ჩანს ამერიკიდან ჩამოტანილი. ჩვენ ვნახეთ ბოლო ვიზიტი ამერიკაში. უთხრეს, რომ არ გექნება დემოკრატია, აქ მეტი არ ჩამოხვიდეთ! - პასუხი არის ეს, როგორ ექნებათ დემოკრატია ხედავთ”, - განაცხადა გვარამიამ. გარდა ამისა, ადგილზე მყოფი სამართალდამცველები ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსში ადგილობრივ მცხოვრებლებსაც არ უშვებენ. აღნიშნულის გამო, რამდენჯერმე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის წარმომადგენლები მასთან, გამთენიისას მივიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)