08:45 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 09:29:28, 641 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა.

პრესსამსახურის ცნობით, „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება.

ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics