19:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-26 17:35:11, 1171 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "თვითმარქვია სასულიერო პირის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის, ვინმე გიორგი გულიაშვილის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს ხან „ნეკრესის არქიმანდრიტს“, ხანაც „მიტროპოლიტს“ უწოდებს, აგრეთვე იგი სისტემატურად აღასრულებს სხვადასხვა საეკლესიო მსახურებას. 

განვმარტავთ, რომ აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია. მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური. ამგვარად, მის მიერ ჩატარებული „მსახურება“, საეკლესიო თვალსაზრისით, კანონიკური არ არის და ის ხელახლა უნდა შესრულდეს. აღნიშნული პიროვნება აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი." - წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics