10:25 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 16:05:05, 657 ნახვა

სამართალი
გაკოტრების საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა „მაესტროს“ გაკოტრების საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. ბაჩო კიკაბიძეს „მაესტროს“ ლოგოს ვეღარ გამოყენების უფლება არ მისცეს.

"ვიბრძვი იმისთვის, რომ დარჩეს შ.პ.ს „სტუდია მაესტრო“, იმ ფორმით, როგორც ეს ისტორიულად 25 წელზე მეტია მოდიოდა, დარჩეს ძალიან მდგრად ფინანსურადაც, ჟურნალისტურ მდგრადობასაც ვგულისხმობ და კანონიერ ტელევიზიად. სანამ იქნება ასეთი მდგომარეობა, რომ  გენერალურ დირექტორს ნებაყოფლობით არ მიშვებენ იმ პროდუქტთან, რომ მან შეისწავლოს რა დროში და როგორ მოხდეს კრედიტორების  გადახდა, მე ამ დოკუმენტს ვერ დავდებ. სწორედ იმიტომაც, გაკოტრების საქმის შეწყვეტა მოვითხოვე“, -  განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, ის არ ელოდება სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

“ისე განვითარდა ბოლო რამდენიმე საათში მოვლენები „მაესტროს“ ირგვლივ, რომ რაიმის პროგნოზირება მიჭირს, პოზიტიურის მითუმეტეს. არ ველოდები პოზიტიურ სამართლიან და გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.       





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics