13:35 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 10:08:39, 5539 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე - ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში

ეს [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება] იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად "იმედის" ეთერში განაცხადა.

კერძოდ, მამუკა მდინარაძემ უპასუხა წამყვანის კითხვას: "თეორიული დაშვება - მიიღო ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამოიყენა პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი, ეს ადამიანებში აღქმული იქნება, ეს გასაგებია, რომ დაგვსაჯეს, თუ პირიქით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რეაქცია?".

მდინარაძის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქართული საზოგადოების მხრიდან "სწორად იქნება აღქმული" და განმარტა, რატომ აქვს თავად ნაკლები მოლოდინი, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს.

"ჯერ ერთი აღქმული იქნება სწორად, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ აქამდე ყველაფერი აღიქვა სწორად ქართულმა საზოგადოებამ, აქაც სწორად აღიქვამს. ახლა, რატომ არ ველოდები მე მაგალითად: შეიძლება ხშირად მითქვამს საკუთარ თავზე და სხვებიც, ვინც მიცნობს, ასე მიცნობენ, რომ ოპტიმისტი ვარ. რატომ არის ნაკლები მოლოდინი პირადად ჩემი აზრით, ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში. შანტაჟს რომ აზრი ეკარგება, აქამდე როგორც ასეთი, შანტაჟის ავტორი არ მიდის ხოლმე. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, იმის იქით ბერკეტი აღარ არსებობს მათი მხრიდან. თუკი ვინმე, ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მართლა მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ არსებობს. ესეც თუ გადაიტანა ქართულმა სახელმწიფომ, ბოლომდე მყარად რჩება თავის გადაწყვეტილებებში, სუვერენიტეტი ბოლომდე განამტკიცა, უკვე სავაჭრო, სალაპარაკო, დასაშანტაჟებელი.... ომის დასაწყებად იქნება თუ რაღაცა სხვა, მათთვის ბერკეტების მისაცემად, სასამართლოს გადასაცემად..."აი დამოუკიდებელი არ უნდა იყოსო, ჩვენ უნდა მოგვცეთო", პრაქტიკულად, ეს არის ხომ მესიჯი გარედან - "რომ ბერკეტი გვქონდეს, როცა მოგვინდება, მაშინ აგატრიალოთ და ა.შ. ავაყირაოთ ხელისუფლება". ამის შემდეგ რაღა უნდა ქნან, რით უნდა დაგვემუქრონ, ახლა ხომ იმუქრებიან ამით, რით უნდა დაგვემუქრონ, უბრალოდ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან? მეტი გზა დასაშანტაჟებლად აღარ არის. შანტაჟს მაშინ აქვს აზრი, ვიდრე კიდევ რაღაც რჩება, ბოლო კარტის გადმოგდებას ჩემი აზრით, ისინი ასე მარტივად არ უზრუნველყოფენ", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics