20:36 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 11:27:00, 1131 ნახვა

საზოგადოება
1-ელ მაისს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირების მხარდასაჭერად 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას გამართავს

1-ელ მაისს, ორბელიანების (კოლმეურნეობის) მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას გამართავს, რითაც გამოხატავენ პროტესტს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული უსამართლო სოციალური პოლიტიკის გამო.

ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარემ, კახი სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, საჯარო სამსახურიდან 800 ადამიანი არის გათავისუფლებული.

„რეორგანიზაცია რამდენიმე საჯარო უწყებაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 800 ადამიანი არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან. მარტო ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან 200-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. გარდა ამისა, განათლების სამინისტროში დაიწყო რეპრესიები, ეს ეხება ცენტრალურ აპარატს, იქ ხდება ე.წ. რეორგანიზაცია. რეალურად, აზრის გამო დევნა მიმდინარეობს. ეს პროცესი მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის სკოლებს, უნივერსიტეტებს. ფაქტობრივად, ყველა სკოლის დონეზე მოხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჩარევა. მძიმე პროცესებს მივიღებთ. ამ მოვლენებთან ერთად, ვაპირებთ სოლიდარულები ვიყოთ საჯარო მოხელეების მიმართ, ვინც რეპრესიების ობიექტია. პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ეს არის ევროპული ცივილიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენც 10 დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან ერთად ვაანონსებთ და განვახორციელებთ მსვლელობას, რომელიც დაიწყება კოლმეურნეობის მოედნიდან. ეს არის მოედანი, სადაც პირველად შედგა მშრომელების გამოსვლა. ამ სიმბოლური აქტით დავიწყებთ მსვლელობას 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით. ამის შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას“, - აღნიშნა კახი სამხარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics