|
2025-04-19 15:51:52, 838 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს სამი ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს სამი ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ირანის სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „სხვადასხვა საკითხებზე რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამი ქვეყნის ინტერესების, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ბირთვული პროგრამის შესახებ ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს მიესალმება. „ჩვენ მივესალმებით თეირანსა და ვაშინგტონს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას. ორივე მხარის ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების მხარს ვუჭერთ. გვჯერა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა პესკოვმა. ცნობისთვის, დღეს რომში, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარებს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)