|
2025-04-17 10:29:37, 7932 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კამპუსი: განათლების უფასო პროგრამა სტუდენტებისთვის
ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს. თიბისი კამპუსში ბიზნეს მიმართულებების სწავლა, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით შეუძლია ყველა 18-24 წლის ახალგაზრდას. თიბისი კამპუსის პროგრამების ჩამონათვალი ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, მეწარმეობასა და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას - SEO და ციფრულ მარკეტინგს მოიცავდა, ახალ ნაკადზე კი ორი ძალიან საინტერესო მიმართულება - IT ბიზნეს ანალიზი და ბაზრის კვლევა დაემატა. არ გადადო დარეგისტრირდი თიბისი კამპუსის ახალ ნაკადზე 25 აპრილის ჩათვლით. თიბისის გუნდი კი დაგახვედრებთ მხიარულ, ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც მოგეცემათ ბიზნეს-ტექნოლოგიურ სივრცეში სანაცნობო წრის გაფართოებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)