|
2025-04-16 14:40:39, 849 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტმა“ ბიზნესი გააფართოვა
კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას უპასუხა და ახალი მანქანა-დანადგარები შეიძინა, რომლებიც კერამიკული ფილების დამუშავებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ინვესტიცია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტს“ წარმოების გაზრდისა და ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“ უკვე მრავალი წელია ოპერირირებს არამხოლოდ ქართულ, არამედ რეგიონულ ბაზარზე. კომპანია იტალიური პრემიუმ ბრენდის Laminam-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს დიდი ფორმატის კერამიკულ ზედაპირებს. კომპანია უზრუნველყოფს შენობის როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის მოპირკეთებას, კერძოდ, ინტერიერში სამზარეულოს ზედაპირების, ნიჟარების დაფების, ბუხრის და სხვა ზედაპირების მოწყობას. თიბისის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერს, სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაზრის ძირითადი წილი - 40%-მდე - უკავია. ბანკი აქტიურად აგრძელებს სექტორის მხარდაჭერასა და გაძლიერებას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)