|
2016-03-15 11:15:05, 722 ნახვა
საზოგადოება
15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
ენერგოომბუდსმენ, სალომე ვარდიაშვილის ინიციატივით მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე უკვე მეორე წელია აღინიშნება საქართველოშიც. როგორც „ექსპრესნიუსს“ ენერგო ომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ მიზნით, 14 მარტიდან გახსნილია მომხმარებელთა უფლებების კვირეული და საზოგადოებრივი დამცველის სამსახური გეგმავს არაერთ აქტივობას. მათივე იონფორმაციით, აქცია ,,გაქვს უფლება" სიმბოლურად დღეს, 15 მარტს დაიწყება. აქციის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო პლაკატების გაკვრა ენერგოკომპანიების ყველა სერვის ცენტრში ქვეყნის მასშტაბით. აქციის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს მინიმალური ინფორმაცია მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციის შესახებ და შეატყობინოს, რომ აქვთ სრული უფლება, გაასაჩივრონ კომპანიის ქმედება, სამართლებრივი კონსულტაციის გარეშე არ დათანხმდნენ არცერთ შეთავაზებას და ნებისმიერი შეკითხვით მიმართონ ენერგოომბუდსმენის აპარატს. 15 მარტს აქციაში მონაწილეობას პირადად მიიღებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. საინფორმაციო პლაკატები ოთხ მსხვილ კომპანიაში შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისში", სს ,,თელასში", შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა" და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში" გაიკვრება. აქცია დაიწყება სამ რეგიონშიც და მისი განხორციელება ენერგოომბუდსმენის რეგიონული თანაშემწეების დახმარებით ქუთაისში, ბათუმსა და თელავში აიღებს სტარტს. ცნობისთვის, მისი ისტორია 1962 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყება და პრეზიდენტ ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. 1983 წლიდან კი ეს დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)