|
2025-04-15 19:11:55, 815 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ბალტიისპირეთს უნდა, რომ რუსეთს, მათ მაგივრად, სხვა სახელმწიფო დაუპირისპირდეს
ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოს აქვს ერთი მიზანი და ამოცანა, უნდათ, რომ რუსეთს, მათ მაგივრად, სხვა სახელმწიფო დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც ზარქუამ ლიეტუვის მიერ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეების სრული სიის გამოქვეყნების კომენტირებისას განაცხადა, ასეთი მოქცევა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან ახალი არ არის. „არახალია ბალტიისპირელების ასეთი მოქცევა. სამივე სახელმწიფოს აქვს ერთი მიზანი და ამოცანა, უნდათ, რომ, მათ მაგივრად, რუსეთს სხვა სახელმწიფო დაუპირისპირდეს. ამისთვის, აგერ, უკრაინა ჰყავთ მონიშნული და აომებენ ამ სახელმწიფოს. უფრო მეტსაც გეტყვით, მაგალითად, არიან ესტონეთის ოფიციალური პირები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი არ უნდა დამთავრდეს და უნდა გაგრძელდეს. ახლა ომი თუ დამთავრდა, მაშინ მოუწევთ ესტონელებს ბრძოლა და ომი, ეს მიდგომა უკვე ყველაფერზე მიუთითებს. რაც შეეხება სანქციებს, არ მიკვირს, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამოკვეთილი სახელმწიფო, რომელიც წავიდა წინააღმდეგ ამ ომის, მეორე ფრონტი არ გავხსენით, სანქციები არ დავუწესეთ და, შესაბამისად, პირდაპირ და თამამად ვიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ხალხის ინტერესებს. ამას ვერ გვპატიობენ, გგონიათ რამე შეხება გვაქვს ჩვენ ან ლატვიელებთან, ან ლიეტუვის მოსახლეობასთან, ან ესტონელებმა მე რომ დამასანქცირეს, ცხოვრებაში არ ვარ ნამყოფი, არც ჩავალ არასდროს, მაგრამ დამასანქცირა მეც და სხვა ლიდერებიც, რატომ? იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობთ, ჩვენ მოგვიწოდებდნენ სანქციებისკენ და ლატვიამ გადაგვასწრო, მაგალითად, ღვინის ექსპორტში რუსეთთან, ლიეტუვამ, მაგალითად, ნავთობპროდუქტების ექსპორტში მთლიანად გადაასწრო მთელ რიგ სახელმწიფოებს. ასეთი მიდგომა აქვთ. ხალხს არ ვერჩი არაფერს, ეს ვინც არიან მთავრობაში და ოფიციალური პირები, ისინი ემსახურებიან იმ გლობალური ომის პარტიას, რომლის ინტერესებშია, რომ ომი გახანგრძლივდეს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ და გვასანქცირებენ, ეს ჩვენთვის არაფრის მომცემია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში მშვიდობა გვქონდეს, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ და ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“, – განაცხადა ზარქუამ. ლიეტუვამ საქართველოს სანქცირებული პირების სრული სია გამოაქვეყნა. აღნიშნული პირები ლიეტუვამ სხვადასხვა დროს დაასანქცირა. სანქცირებულ პირებს შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე, კახა კალაძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, დიტო სამხარაძე, გრიგოლ ლილუაშვილი. სანქციები ასევე შეეხო შემდეგ პირებს: მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, შალვა ბედოიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, გოგა ხაინდრავას, შალვა თადუმაძეს, ირაკლი ქარსელაძეს, კახი ბექაურს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, ირაკლი რუხაძეს, ლევან მურუსიძეს, ვიქტორ ჯაფარიძეს, ლაშა ჯოხაძეს.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)