14:00 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 12:59:28, 671 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ პარტიები აიკრძალებიან წელსვე

„ნაცების“ პარტიები აიკრძალებიან წელსვე - დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუკი ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის ამ საკითხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძე ამბობს, რომ მისი გუშინდელი განცხადების გამო, „ვიღაცებს იმედები გაუჩნდათ", თუმცა მისივე თქმით, ოქტომბრამდე პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა.

„ვიღაცას ზედმეტი იმედები რომ არ გაუჩნდეს, ჩვენი მხრიდან, არჩევნებამდე, ანუ ოქტომბრამდე, რაც კი პარლამენტზეა დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველა ეტაპი იქნება გავლილი, თავისი სარჩელის შეტანით. დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გუშინ ჩემი განცხადების შემდეგ, ვიღაც-ვიღაცებს იმედები გაუჩნდათ, მაგრამ ვადის გადაწევამ, რაც კომისიამ აბსოლუტურად საფუძვლიანად მოითხოვა, პროცესების მაქსიმუმ, 2-3 თვით გადაწევა გამოიწვია. ჩვენს მხარეზე რაც არის დამოკიდებული, ოქტომბრის თვემდე, სექტემბერში, უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით, "ნაცების" პარტიების აკრძალვის შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, ძალიან დიდი შანსია ოპოზიციურ პარტიებს „უცხოელმა პატრონებმა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაავალონ.

"ძალიან დიდი შანსია, რომ ვინაიდან, ეს არის მათთვის უკანასკნელი არჩევნები, "ნაცმოძრაობაზე" და მის კლასტერზე მაქვს საუბარი, დაავალონ მათ არჩევნებში მონაწილეობის მოღება. ზოგი ჭირი მარგებელია - მე მგონია, რომ ხალხის და შემდეგ ჩვენი პარტიის პასუხი ერთობლიობაში ძალიან კარგი იქნება. ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და მერე ჩვენ გავცემთ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელით. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუკი ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის ამ საკითხს. "ნაცების" პარტიები აიკრძალებიან წელსვე," - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics