|
2025-04-15 12:08:06, 802 ნახვა
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი - ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ
ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში განაცხადა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის CBS News-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის ქმედებებს ამართლებს“. „მე ვცდილობდი სტრატეგიული გაგება გამომეყენებინა, რომ თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ ის, თუ სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარს უჭერ რუსეთის მიზანს ან მხარს უჭერ სრულმასშტაბიან შეჭრას, მაგრამ უნდა შეეცადო გაიგო, რა არის მათი სტრატეგიული წითელი ხაზები. ასევე, უნდა გაიგო, რის მიღებას ცდილობენ უკრაინელები კონფლიქტიდან“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკა „არაპროდუქტიულია“. „ვფიქრობ, ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომელიც ამჟამად მთელი მისი მთავრობისა და სამხედრო ძალისხმევის მთლიანობას მხარს უჭერს, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)