|
2025-04-15 10:44:14, 848 ნახვა
ეკონომიკა
შესაძლებლობები დამწყები ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ორგანიზაცია აპლიკაციას — ბიზნეს მობილბანკს ავითარებს და დამწყებ ბიზნესს საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ერთ სივრცეში სთავაზობს. ბიზნეს მობილბანკის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ დაზოგონ ხარჯები, სწრაფად და მარტივად მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია, მიიღონ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები, შეასრულონ ტრანზაქციები, ციფრულად გაააქტიურონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტი და დისტანციურად მართონ ფინანსები. მათ შორის ახალ ბიზნესს შეუძლია: ანგარიშის გახსნა ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი ონლაინ გახდეთ და სასტარტო ბიზნეს ნაკრები გაააქტიუროთ. თუ ჯერ არ გაქვთ ბიზნეს ანგარიში, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, პირველივე გვერდზე აირჩიეთ „ანგარიშის გახსნა“ და პროცესს სულ რამდენიმე წამში დაასრულებთ. სრული ვიდეოინსტრუქცია ნახეთ აქ. ნაკრების გააქტიურება ბიზნეს ნაკრები მოიცავს ბიზნესის საქმიანობისთვის საჭირო პროდუქტებს, სერვისებს და შეთავაზებებს ერთიანი საკომისიოს ქვეშ. ბიზნესების ზომისა და საჭიროებების მიხედვით, საქართველოს ბანკში ხელმისაწვდომია ოთხი ნაკრები:
თითოეული ნაკრები განხვავდება გადარიცხვებზე ტარიფებით, განაღდების საკომისიოებითა და სხვა პარამეტრებით. ახალ რეგისტრირებულ ბიზნესს შეუძლია სასტარტო ნაკრები გაიაქტიუროს და საჭირო სერვისებით 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს. ნაკრების გააქტიურების ვიდეოინსტრუქცია ნახეთ სრულად აქ. ციფრული ან პლასტიკური ბიზნეს ბარათის შეკვეთა ბიზნეს ბარათების შეკვეთა შესაძლებელია როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც აპლიკაციაში სრულად დარეგისტრირდებით. თუ უკვე გაქვთ ბიზნეს მობილბანკი, ბარათის შეკვეთას მის მენიუში, განაცხადების გვერდზე შეძლებთ. ინფორმაციისთვის, ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია როგორც Mastercard, ისე Visa ბარათები. ბარათების შეკვეთის სრული ვიდეოინსტრუქცია ნახეთ აქ. ამონაწერის ამოღება ბიზნეს მობილბანკი რუტინული ფინანსური დავალებების შესრულებაშიც ეხმარება ბიზნესს. აპლიკაციაში შესაძლებელია ამონაწერის გენერირება, რომელიც ბიზნესს დეკლარაციის შევსებაში ეხმარება — ამონაწერი იქმნება როგორც ჯამურ თანხებზე, ისე ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით. საგულისხმოა, რომ ყოველი თვის 15 რიცხვში კომპანიები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას წარადგენენ, აღნიშნული ფუნქციონალი სწორედ ამ პროცესს ამარტივებს. საგადასახადო სისტემების, დეკლარაციის შევსებისა და მსგავსი საკითხების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, დამწყებ ბიზნესებსა და მეწარმეებს შეუძლიათ გაეცნოთ საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მეწარმეობის საწყისებს“. ფინანსური ტრანზაქციები ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია გადარიცხვების შესრულება, კომუნალურების დაფარვა, თანხის კონვერტაცია, ამონაწერის ამოღება, ნაშთების კონტროლი და სხვა ოპერაციები, რომლებიც ფინანსების მართვას უკავშირდება. აპლიკაციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ბიზნესები სხვადასხვა ტრანზაქციას სრულად დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე ასრულებენ. გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომია შეთავაზებები, რომლებიც მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოგიურ, ლოგისტიკურ თუ სხვა მიმართულებებზე, რაც ბიზნესის საწყის ეტაპზე ხარჯების დაზოგვაში დაეხმარებათ. მეტი ინფორმაციისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)