|
2025-04-11 21:49:36, 937 ნახვა
მსოფლიო
ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა საბოლოოდ აკრძალა
ფინეთმა საბოლოოდ აკრძალა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა. ამის შესახებ განცხადებას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 აპრილს ფინეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მთავრობის წინადადებას, რომ რუსეთის მოქალაქეებს სრულიად აეკრძალოთ უძრავი ქონების შეძენა. ფინეთის თავდაცვის მინისტრის ანტი ჰაკანენის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება და მისი ფართო მხარდაჭერა ეროვნული ერთსულოვნების მნიშვნელოვანი დემონსტრაციაა. „ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია და დიდ სიხარულს განვიცდი, რომ პარლამენტმა სრულად დაუჭირა მხარი ამ წინადადებას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. გადაწყვეტილება მკაფიო მესიჯს აგზავნის: ფინეთის დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ,” - განაცხადა ჰაკანენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა სამთავრობო რეზოლუცია მზადდება, რომელიც საფრთხის წარმომადგენელი ქვეყნების სიას შეადგენს. ამას გარდა, ფინეთი კანონმდებლობაზე მუშაობს, რომელიც სახელმწიფოს უკვე შეძენილი უძრავი ქონების საკითხებში ჩარევის საშუალებას გაუზრდის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)