|
2025-04-11 17:11:23, 513 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სამწუხაროდ, ლონდონში, „ლეიბორისტული პარტიის“ ხელისუფლება კისრულობს „დიფ სთეითის“ მისიას
სამწუხაროდ, ლონდონში, „ლეიბორისტული პარტიის“ ხელისუფლება კისრულობს ამ ძალიან მძიმე, სამარცხვინო მისიას, რასაც „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა ჰქვია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, აღნიშნული სანქციებით კარგად ჩანს, რომ „დიფ სთეითის“ წერტილმა ვაშინგტონიდან ევროპაში გადმოინაცვლა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, გაერთიანებულმა სამეფომ ქართველი თანამდებობის პირები ყოველგვარი ფაქტის გარეშე დაასანქცირა. „არის აღქმების წარმოქმნის ძალიან უსუსური მცდელობა. ეს ქვეყანა ითვლებოდა თავისუფალი სამყაროს და დემოკრატიის ფლაგმანად. ძალიან დიდი მოღვაწეები ბრიტანეთში, როგორც დემოკრატიის წიაღში, ქმნიდნენ ისეთ ფილოსოფიურ იდეებს, სადაც მტკიცებულების გარეშე არ შეიძლებოდა არც ერთ შემთხვევაში ადამიანის რაიმე ფორმით დადანაშაულება. აი, ამ ქვეყანაში ხდება ასეთი აღქმებით მანიპულირება და მცდელობა, რომ სასურველი სინამდვილედ გაასაღონ. სასირცხვილოა ეს ყველაფერი. აქაც კარგად ჩანს, რომ უკვე [აშშ-ის] ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვაშინგტონიდან როგორ გადმოინაცვლა "დიფ სთეითის" წერტილმა ევროპაში. დღეს უკვე, სამწუხაროდ, ლონდონში, "ლეიბორისტული პარტიის" ხელისუფლება კისრულობს ამ ძალიან მძიმე, სამარცხვინო მისიას, რასაც "დიფ სთეითის" მხარდაჭერა ჰქვია," - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)