|
2025-04-11 14:54:10, 579 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - წარმოუდგენელია, ვინმემ როდიონოვი შეადაროს ჩვენს ახალგაზრდებთან
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დემოკრატიული პრინციპების დაცვა დღეს აბუჩად არის აგდებული „ქართული ოცნების“ მიერ. სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებას საფრანგეთსა და ჩეხეთში გამართული ვიზიტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განმარტა, რომ პარტნიორებმა ქართული საზოგადოების მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს. „იცით, რომ მე ვიყავი საფრანგეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. ორივე ადგილას ვიყავი, როგორც ამ წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენელი. შეხვედრებზე გავაცანი ინფორმაცია, ახალი პლატფორმა როგორ აპირებდა მუშაობას. ალბათ, თქვენ თვითონ ნახეთ კადრები ორივე შეხვედრიდან. საფრანგეთში ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გამოხატული საზოგადოებისგან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საზოგადოებრივი, დიდი ფორუმი დემოკრატიის დაცვის გზაზე. სწორედ ეს დემოკრატიული პრინციპების დაცვა დღეს არის აბუჩად აგდებული „ქართული ოცნების“ მიერ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი განმარტებით, ჩეხეთში, სენატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჩეხეთში დიდი მხარდაჭერა გამოხატეს და „ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი 9 აპრილის დროს დაღუპულთა ხსოვნას“. „მათ არ ეშლებათ, ვინ იყო „როდიონოვი“, რას წარმოადგენდა. ძალიან კარგად იციან იმ ადამიანების ფასი, რომლებიც თავისუფლებას და დემოკრატიას რუსული, სასტიკი ჯარების წინააღმდეგ იცავდნენ. ის, რომ ჩვენთან ეს ვიღაცას ეშლება, ენა უბრუნდება და შეუძლია შეადაროს როდიონოვი და ის ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს ჩვენს დღევანდელ ახალგაზრდებთან, დარწმუნებული ვარ, ეს ჩემთვის და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის წარმოუდგენელია“,-განაცხადა ზურაბიშვილმა. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა კიდევ უფრო რეალური და აქტიური ხდება. სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)