13:53 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 13:02:48, 765 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - რუსეთსა და უკრაინას შორის მიმოწერის არხი შეიქმნა

რუსეთსა და უკრაინას შორის ნოტური მიმოწერის არხი შეიქმნა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსეი პოლიშჩუკმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი და კიევი ნოტურ მიმოწერას აწარმოებენ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ორი ქვეყნის საელჩოების მეშვეობით.

ალექსეი პოლიშუკის თქმით, საკომუნიკაციო არხი ძირითადად სამართლებრივ და საკონსულო საკითხებზე მუშაობს. კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებების პირობებზე საუბრისას, პოლიშჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ღიაა სერიოზული წინადადებების განხილვისთვის, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე რეალობას და გამოიწვევს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics