18:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 20:30:32, 743 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - რაც მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროკავშირს, მით უკეთესი

კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადების იმ ნაწილს, სადაც გალერი აღნიშნავს: „თუ არ ვცდები, ივანიშვილი ასევე არის საფრანგეთის მოქალაქე. ამიტომ თუ მას აქვს აქტივები საფრანგეთში, იქნებ რამე ზომების მიღება ასევე არის შესაძლებელი“.

„საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. ასე რომ, კი, ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics