01:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 18:39:45, 697 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღინიშნება, რომ დღეს, 9 აპრილს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას - შემოიღონ საპასუხო სავაჭრო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ.

“ევროკომისიის წინადადება მარტში შეიქმნა აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ შემოიღოს ტარიფები ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე.

ევროკავშირის შეერთებული შტატების ტარიფებს უსამართლოდ და დამაზიანებლად მიიჩნევს, რომლებიც ეკონომიკურ ზიანს იწვევს ორივე მხარისთვის, ისევე როგორც გლობალური ეკონომიკისთვის. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა თავისი პრიორიტეტი, იპოვოს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად გამოსავალი, რომელიც იქნება დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი,” - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ევროკავშირის საპასუხო ზომები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დასრულდება ევროკომისიის შიდა პროცედურები და სააღსრულებო აქტი გამოქვეყნდება. ტარიფები 15 აპრილიდან დაიწყება.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საპასუხო ტარიფების შეჩერება ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ აშშ მოლაპარაკებების შედეგად “სამართლიან და დაბალანსებულ” შედეგს დათანხმდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics