|
2025-04-09 10:29:48, 938 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიანი იპოვის შთაგონებას და დროს საინტერესოდ გაატარებს. დიდი და პატარა გამომცემლობები, თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზიები და გრანდიოზული ფასდაკლებები წიგნებზე, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდით. თბილისის წიგნის ბაზრობის დღეები წიგნების მოყვარულებისთვის დასამახსოვრებელი იქნება! წიგნის ბაზრობაზე დაგხვდებათ: ახალი წიგნები, რომლებიც სწორედ აპრილის ბაზრობისთვის მომზადდა; შეხვედრები საყვარელ ავტორებთან და მსახიობებთან, რის გამოც წიგნების სამყაროში მოხვედრის თავგადასავალი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდება; ფასდაკლებები, რომლებიც წელიწადში ერთხელ, მხოლოდ აქ, თბილისის წიგნის ბაზრობაზე დაგხვდებათ! თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად. შეთავაზებით ისარგებლებთ მოსწავლის ბარათით ან თუ ხართ 18-23 წლის და გაქვთ ახალი თიბისი ბარათი. ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, მხარდამჭერები არიან ველი სთორი, პოლონური ინსტიტუტი თბილისში და UNFPA. წიგნის ბაზრობა გაიხსნება 10 აპრილს 12:00 საათზე. მისამართი: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, აკაკი წერეთლის გამზ. 118. დასწრება თავისუფალია!
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)