|
2025-04-08 21:40:56, 810 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონი „უცხოელ აგენტებად“ ცნობაზე
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი იმ პირების „უცხოელ აგენტებად“ ცნობის შესახებ, რომლებიც თანამშრომლობენ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა წევრიც რუსეთი არ არის. კერძოდ, რუსული მედიის ცნობით, კანონი უცხო ქვეყნის აგენტად ცნობს პირს, ვინც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის სტრუქტურებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაწყვეტილებების აღსრულებაში, თუკი ისინი მიმართულია რუსეთის „უსაფრთხოების წინააღმდეგ“. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, უცხო აგენტებად შეიძლება ცნონ პირები, რომლებიც, რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით, სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის შესახებ ცნობების მოგროვებაში ჩართავენ მესამე პირებს. როგორც რუსული მედია წერს, „უცხოელი აგენტები“ ვერ შეძლებენ განათლების სფეროში მუშაობას. კანონი „უცხოელ აგენტებს“ ასევე უკძალავს სახელმწიფო კორპორაციების მართვას და მუნიციპალური ფინანსური დახმარების მიღებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)